Tuesday, March 8, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია
გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და გადავიტანე ბლოგზე,გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტებისა და  მიმართულების საკვანძო კითხვების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით.....
      ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შევარჩიე სტანდარტი და დავსახე პროექტის სასწავლო მიზნები .გავეცანი კითხვის დასმის სტრატეგიას და შევარჩიე ჩემი  თემისთვის შესაბამისი კითხვები.
გავეცანით შეფასების მეთოდებს. ,განვსაზღვრე შეფასება მოსწავლეთ საჭიროების დასადგენად, ჩემი პროექტისთვის შევდგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა, მოვამზადე პრეზენტაცია ჩემი პროექტისთვის 
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთვე პორტფოლიოში და პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე.

No comments:

Post a Comment

silly laws

silly laws